თურქმა სამხედროებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 5 ტერორისტი მოკლეს

თურქმა სამხედროებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 5 ტერორისტი მოკლეს. ოპერაციაში ანტიტერორისტული კოალიციის ავიაციაც მონაწილეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, საარტილერიო და საავიაციო შეტევის შედეგად განადგურებულია ორი შენობა, სადაც ტერორისტების სარაკეტო დანადგარები იყო განთავსებული. ჩრდილოეთ სირიიდან „ბოევიკებმა“ თურქეთის კილისის პროვინცია რაკეტებით რამდენჯერმე დაბომბეს. შეტევების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები