ირინა გერაშენკო – აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო 4 კვირის განმავლობაში რეკორდულად ბევრი ადამინი დაიღუპა და დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა დონბასში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში ირინა გერაშენკომ განაცხადა.
„უნიანის“ ცნობით, გერაშენკომ ეს კიევში, „მრგვალი მაგიდის“ დროს განაცხადა. „მაისის დღესასწაულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაღვევის ფაქტებმა რეკორდულად იმატა. დაღუპულები არიან როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები“, – განაცხადა გრაშენკომ.
მისი თქმით, ეს მდგომარეობა ხელს უშლის უკრაინის ხელისუფლებას, რომ რეგიონის ჰულანიტარული და ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები