სირიაში რუსული ავიაციის დაბომბვებს 39 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაიჭრა

სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, იდლიბში ბაზარი დაიბომბა. აქ 36 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 3 ადამიანი ქალაქ მაარეთ ან-ნუმანის დაბომბვას შეეწირა. სირიის ოპოზიციური ძალების ინფორმაციით, სირიაში რუსული ავიაციის დაბომბვები მიმდინარე წლის აპრილიდან განსაკუთრებით აქტიური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები