„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 18 ლტოლვილი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ ფალუჯაში 18 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. შეუიარაღებელ პირთა ჯგუფი ფალუჯიდან გაქცევას აპირებდა. ამჟამად ქალაქში ერაყის სამთავრობო ძალებსა და „ბოევიკებს“ შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. როდესაც ეს ადამიანები ალ-სალამის გზაჯვარედინს მიუახლოვდნენ, ტერორისტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და 18 ადამიანი მოკლეს, კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა.
ფალუჯაზე შეტევა ერაყის ჯარმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროებმა ქალაქის ნაწილი აიღეს, იქ ჯერ კიდევ რჩებიან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები