გერმანია თურქეთთან კომპრომისზე თანახმაა

გერმანიის ხელისუფლება მზად არის თურქეთთან მნიშვნელოვანი კომპრომისებისთვის, მათ შორის ანტიტერორისტული კანონმდებლობის საკითხში, მიგრაციული კრიზისის გადასაჭრელად. ამის შესახებ გაზეთი „ტელეგრაფი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხის ოქტომბრამდე გადადება დიდ ბრიტანეთში ევროკავშირში წევრობაზე დაგეგმილი რეფერენდუმით არის გამოწვეული. ბერლინს არ სურს ამ რეფერენდუმამდე ევროკავშირში შემავალ წევრებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს.
ლონდონი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დატოვებას გეგმავს, იმისდა მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირში შემავალი სხვა წევრები. აქამდე ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თურქეთი ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ყველა მოთხოვნის შესრულების გარეშე არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები