ტრამპი კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, აშშ-ში მუსულმანები არ შეუშვას

აშშ-ის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურმა კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში მუსულმანებს შესვლა აუკრძალოს.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ის, რაც ორლანდოში მოხდა, მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი ხელისუფლება სუსტი და არაეფექტურია. მოგიწოდებთ აკრძალვისკენ, უნდა მივიღოთ ხისტი ზომები“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
ორლანდოს გეიკლუბში კვირას ღამით მომხდარი სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა 29 წლის ომარ მატინამ მოაწყო, რომელიც აშშ-ის მოქალაქე, ეთნიკური ავღანელია. მოგვიანებით ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები