„ისლამურმა სახელმწიფომ“ ორლანდოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. თავდასხმა ორლანდოში, გეი-კლუბ Pulse-ზე კვირას ღამით მოხდა. 29 წლის ომარ მატინმა 50 ადამიანი მოკლა, 53 კი დაჭრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ ფაქტს „ტერორის და სიძულვილის“ აქტი უწოდა. ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტია აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.