ორლანდოში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარი სროლების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. რაც შეეხებათ დაჭრილებს მათი რიცხვი 42-დან 53 -მდე გაიზარდა.
უკვე ცნობილია დამნაშავის ვინაობა: – ის ომარ მათინია. არსებული ინფორმაციით, ის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი გეი-კლუბში გამთენიისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები