ფლორიდაში, გეიკლუბზე მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გეიკლუბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ცოტა 42 ადამიანი კი დაშავდა.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის კლინიკებში გადაიყვანეს.
ქალაქ ორლანდოს პოლიციის უფროსი ჯონ მინა აცხადებს, რომ უცნობი პირი, რომელიც კლუბში შეიჭრა წინასწარ კარგად იყო მომზადებული და შეიარაღებული. მისივე თქმით, მკვლელი არ იყო ქალაქ ორლანდოს მკვიდრი. ის სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია. FBI -მ ფაქტს უკვე მისცა ტერაქტის კვალიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები