აშშ-ში გეიკლუბზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ლიკვიდირებულია
უცნობი პირი, რომელიც აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე გეიკლუბს დაესხა თავს სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია. ოპერაციის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდის შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა. უცნობი პირი კლუბში შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შემდეგაც იქ მყოფები მძევლად აიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უცნობ პირს თან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.