თურქეთის სამხრეთ ნაწილში ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, სატვირთო ავტომობილი ფურგონს დაეჯახა, რომელსაც მუშები გადაჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ასევე თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, სარწყავ არხში გადავარდა. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები