კამბოჯის ჯუნგლებში ძველი ქალაქები აღმოაჩინეს
კამბოჯის ჯუნგლებში არქეოლოგებმა შუა საუკუნის ქალაქების ნანგრევები აღმოჩინეს. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება. კვლევების შედეგები რამდენიმე დღეში Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდება. ქალაქის მოსაძიებლად არქეოლოგები ლაზერული სკანირების ტექნოლოგიას იყენებდნენ. ძველი ქალაქი ანგკორ-ვატის ტაძრის ირგვლივაა აშენებული. ეს XII საუკუნეში იყო აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის საკულტო ნაგებობაა კაცობრიობის ისტორიაში.