საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ინგლისი-რუსეთის დღავანდელ მატჩს „ფეთქებადსაშიში“ უწოდა

ევროპის საფეხბურთო პირველობის მატჩი ინგლისსა და რუსეთს შორის ერთ-ერთი ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ იქნება. ამის შესახებ საფრანგეთის სპორტის მინისტრმა პატრიკ კანერმა განაცხადა. მან ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის და ინგლისის ფანებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირების საფრთხის შეფასებისას. მატჩი დღეს უნდა გაიმართოს. ამასთანავე, მინისტრმა დაამატა, რომ მატჩის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მარსელში, სადაც ეს მატჩი უნდა გაიმართოს, ინგლისის და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ქუჩებში დადიან და ერთმანეთს სიტყვიერ შეუარაცხყოფებს აყენებენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის გახსნის დღეს, პარასკევს, ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ჩხუბის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები