აშშ-ში ფერმერმა ველოსიპედის გამტაცებელი ლასოთი დაიჭირა (ფოტო)
აშშ-ს ორეგონის შტატში ფერმერმა ველოსიპედის გამტაცებელი ლასოთი დაიჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მაღაზია Walmart-ის სიახლოვეს მოხდა. 28 წლის რობერტ ბორბამ, რომელიც საკუთარ მანქანასთან იდგა, ქალის ყვირილი გაიგო – მას ბოროტმოქმედმა ველოსიპედი მოჰპარა. ბორბა ცხენს შეაჯდა, რომელიც მის ტრაილერში იმყოფებოდა. ის ველოსიპედის გამტაცებელს დაეწია და მას ლასო ესროლა. ველოსიპედის გამტაცებელი წაიქცა. ბორბამ ის გაკოჭა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა აღიარეს, რომ მათ პირველად დაინახეს, როდესაც გამტაცებლებს ლასოს მეშვეობით იჭერენ. ლასო, ანუ ქამანდი არის საგდებელი, რომლითაც ცხენოსანი მწყემსები და მონადირეები ცხოველებს იჭერენ.