ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 მასწავლებელი და სკოლის მოსწავლე დაიღუპა

ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევას დაწყებითი სკოლის 11 მასწავლებელი და მოსწავლე შეეწირა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაშავებულია 4 ადამიანი. ავტობუსს, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ, საბურავი გაუსკდა, რის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ატობუსს სკოლის დირექტორი მართავდა. მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრავმები მიიღო, მაგრამ გადარჩა. ტაილანდი ერთ სულ მოსახლეზე ავარიებში დაღუპული ადამიანების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ტაილანდში ავარიებში 24 ათასი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები