სომალიში დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯა

ტერორისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ სომალიში ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სამი მათგანი „ბოევიკებმა“ დახვრიტეს და კიდევ ერთს თავი მოჰკვეთეს. მანამდე ისლამისტების სასამართლომ ეს პირები კენიისა და აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავეებად ცნო. სიკვდილით დასჯა სახალხოდ გაიმართა. მას სომალის ორი ოლქის მოსახლეობა ესწრებოდა. გასულ წელს „აშ-შაბაბმა“ სიკვდილით დასაჯა პირი, რომელიც ჯადოქრობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები