დამასკოში ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოს შემოგარენში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მეორე ტერაქტი კი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ორივე აფეთქება შიიტურ უბანში მოხდა, რომელშიც ბოლო დროს ტერორისტული თავდასხმები რეალურად ხედება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.