„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში ძველი ისტორიული ტაძარი ააფეთქა (ვიდეო)

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ერაყში ძველი ასირიული ტაძარი ააფეთქეს. შესაბამისი ვიდეო მათ ინტერნეტში გამოაქვეყნეს. გაერომ ამ ვიდეოკადრების ავტთენტურობა უკვე დაადასტურა. ის, რომ ექსტრემისტებმა 3 ათასი წლის „სიბრძნის პანთეონი“ გაანადგურეს, კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებიც ადასტურებენ. ქალაქი ნიმრუდი, რომელსაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში დაფუძნდა. ექსტრემისტებმა აქ უკვე რამდენიმე ისტორიული ძეგლი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები