ამერიკულმა ავიაციამ სირიაში შეცდომით ოპოზიციის ძალები დაბომბა

ამერიკულმა ავიაციამ სირიაში ოპოზიციის ძალები შეცდომით დაბომბა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება. ავიადატყმები დასახლება მარას სიახლოვეს განხორციელდა. პენტაგონის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ორი სატრანსპორტო საშუალება გაანადგურა, თუმცა სირიის ოპოზიციის ძალებმა განაცხადეს, რომ ავიადარტყმა მათზე განხორციელდა, რის შედეგად დაჯგუფების 10 წევრი დაიღუპა. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ამერიკულმა სამხედრო მეთაურობამ მათ ინციდენტისთვის ბოდიში უკვე მოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები