მოსკოვში უკრაინის საელჩოს კვერცხები დაუშინეს

მოსკოვში 200-მდე ადამიანმა უკრაინის საელჩოს კვერცხები დაუშინა. ისინი ოდესაში აქტივისტების აქციას აპროტესტებდნენ, რომლებმაც გენერალურ საკონსულოში რუსეთის დღის აღნიშვნა ჩაშალეს.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, აქცია დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. აქტივისტებმა საელჩოს კვერცხები და ჩირაღდნები დაუშინეს. პოლიციას არავინ დაუკავებია. წინა დღეს „მემარჯვენე სექტორის“ და „აზოვის“ კორპუსის აქტივისტებმა ოდესაში რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობაში ხალხი არ შეუშვეს, რომლებიც იქ რუსეთის დღის აღსანიშნავად მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები