ბუნების დამცველები ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალის აკრძალვას მოითხოვენ

ჩინეთში ბუნების დამცველები ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძების ფესტივალის აკრძალვას მოითხოვენ. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
აქტივისტებმა შესაბამისი პეტიცია მოამზადეს, რომელსაც 11–მა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ფესტივალი წლის ბოლოს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ იულინში უნდა გაიმართოს.
ჩინელები, სამხრეთ კორეელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ძაღლების ხორცს უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სჭამენ.
ბოლო წლებში ჩინეთში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამის აკრძალვას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები