დიდ ბრიტანეთში დედოფლის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დაიწყო
დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამდღიანი ზეიმი იმართება. ბი–ბი-სის“ ცნობით, ის ლონდონში, წმინდა პავლეს ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო.
შაბათს ლონდონის ცენტრში ტრადიციული აღლუმი გაიმართება, ბუკინჰემის სასახლეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავები გადაუფრენენ.
ელისაბედ მეორე 90 წლის 21 მარტს გახდა, მაგრამ ბრიტანული ტრადიციების მიხედვით, დედოფლის დაბადების დღე ორჯერ აღინიშნება.