ინდოეთში გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 146 ათასი ადამიანი დაიღუპა
2015 წელს ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 146 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამის თაობაზე „ბი–ბი–სი“ იუწყება. სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ ყოველ საათს ინდოეთში ავარიებში 16 ადამიანი იღუპება.
დაღუპულთა 50% 15–დან 34 წლამდე ახალგაზრდები არიან. როგორც ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრმა ნიტინ გადკარიმ განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევებში მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომების და ეპიდემიების შედეგად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთი და ინდოეთი ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა მხრივ მსოფლიო „ლიდერები“ არიან. მთლიანად მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებში წელიწადში 1 მილიონ 250 ათასი ადამიანი იღუპება.