ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება უფასო იქნება
ქუთაისში, 18 ივნისს, ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის, ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
მომღერალი საქართველოში Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის.
Check in Georgia-ს ფეისბუქგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კარერასის კონცერტზე დასწრება უფასო იქნება.
კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ) გაიმართება. ორკესტრს დავიდ ხიმენეს კარერასი უდირიჟორებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტსაც შეასრულებს.