„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ–ბაღდადი დაიჭრა
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ–ბაღდადი და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე მეთაური საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის დროს დაიჭრნენ. ამის შესახებ არაბული მედია იუწყება.
ბრიტანული გამოცემა Mirror–ის ცნობით, ალ–ბაღდადი სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდა, რომელიც კოალიციამ დაბომბა.
საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.