ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით საფრანგეთში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული
საფრანგეთის ხელისუფლება იუწყება, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით პარიზში და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ქალაქებში ათასობით პოლიციელი პატრულირებს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
ასე მაგალითად, ეიფელის კოშკის გვერდით, სადაც ყველაზე დიდი ფან–ზონაა, უსაფრთხოების ისეთივე ზომებია მიღებული, როგორც აეროპორტებში.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია პარიზის შემოგარენში, სენ–დენის სტადიონზე დღეს გაიმართება.
საფრანგეთში მიმდინარე საფეხბურთო პირველობას დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი დაესწრება.