მადაგასკართან მალაიზიური ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, კუნძულ მადაგასკართან, მალაიზიური ავიალაინერის MH370 ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ლაინერი 2014 წლის 8 მარტს მალაიზიის დედაქალაქიდან პეკინში მიფრინავდა და კუალა – ლუმპურის აეროპორტიდან აფრენიდან 40 წუთში ინდოეთის ოკეანის თავზე გაუჩინარდა.
ერთ-ერთი ნაპოვნი ნამსხვრევი შეიძლება თვითმფრინავის სავარძლის ნაწილი იყოს, ხოლო მეორე – ლაინერის ფრთის ნაწილი.
რამდენიმე თვის წინ MH370-ის ნამსხვრევები მოზამბიკის სანაპიროსთან და ავსტრალიასთან აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები