გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხები

ბრიუსელში მყოფმა საქრათველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვერდაზე საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხები განიხილა. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს გულითადი და მხარდამჭერი მოლაპარაკებებისათვის, რომლებსაც ინტენსიურად ვაწარმოებთ ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხები, ჩვენი ძალზედ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ძალისხმევა, რომ ჩატარდეს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები მშვიდ გრემოში“, -განაცხადა გიორგი მარგეველაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, იმ პოზიტიურ გავლენებს, რომელიც ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების იმპლემენტაციით.
„მე მოვახსენე პრეზიდენტ ტუსკს, რომ ჩვენ კვლავ ვართ აქტიური ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობა მალის რესპუბლიკაში გაძლიერედება. მე მივაწოდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია, გამყოფ ხაზზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის შესახებ და ამჟამად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები