სააკაშვილის მრჩეველს 30 მილიონი გრივნის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, თეიმურაზ ნიშნიანიაძე 30 მილიონი გრივნის (120 ათასი აშშ დოლარის) გაფლანგვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გამოცემა cripo.com.ua-ის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ორ საქმეს იძიებს. ერთი ეხება 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდს, როდესაც ნიშნიანიძის მონაწილეობით საქველმოქმედო ფონდის „ოდესის კეთილდღეობისთვის“ კუთვნილი 14 მილიონი გრივნა იყო მითვისებული. ეს ფული სატელევიზიო რეკლამას და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის რემონტს მოხმარდა. მეორე საქმე კი 2011 – 2013 წლებში ჩადენილ დანაშაულს ეხება, როდესაც ნიშნიანიძე ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული იყო. მაშინ, გამოძიების ვერსიით, 19,8 მილიონი გრივნა იყო მითვისებული.
ფულის გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები