რუსეთში კიბერსპორტი ოფიციალურ სპორტად აღიარეს

რუსეთის სპორტის სამინისტრომ კომპიუტერული სპორტი ოფიციალურად შეიტანა სპორტის სახეობებში. შესაბამისი დადგენილება სამართლებრივი აქტების პორტალზეა გამოქვეყნებული.
დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ კომპიუტერული შეჯიბრის ჩატარება რუსეთის სპორტის სამინისტროს ეგიდით იქნება შესაძლებელი. ასევე კიბერსპორტსმენს „რუსეთის სპორტის ოსტატის“, ან „დამსახურებული სპორტის ოსტატის“ წოდების მიღების საშუალება იქნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერსპორტი შესაძლოა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები