სირიაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სირიის ქალაქ ალეპოში საავადმყოფოს შენობაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება. ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, ხოლო იქიდან დაღუპულები და დაჭრილები გამოჰყავთ.
ავიადარტყმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელდა. ბაშარ ასადის ძალები ამჟამად ალეპოს აღებას ცდილობენ. სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რაზეც შეთანხმება მიმდინარე წლის თებერვალში შედგა. თუმცა დაპირისპირებული მხარეები მას რეგულარულად არღვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები