სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
11-მდე გაიზარდა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, გარდაცვლილთა შორის შვიდი პოლიციელი და 4 მშვიდობიანი პირია. 30 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. ამჟამად შემთხვევის ადგილას პოლიციის და სასწრაფო დახმარების რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან იმ მომენტში მოხდა, როდესაც მას ავტომობილი მიუახლოვდა, რომელშიც პოლიციის სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ. აფეთქების შემდეგ სროლის ხმაც გაისმა.