სტამბოლში მომხდარი აფეთქების დროს ერთ-ერთი დაღუპული აზერბაიჯანელია
სტამბოლში დღეს დილით მომხდარი აფეთქების დროს ერთ-ერთი დაღუპული აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან იმ მომენტში მოხდა, როდესაც მას ავტომობილი მიუახლოვდა, რომელშიც პოლიციის სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ. აფეთქების შემდეგ სროლის ხმაც გაისმა. ამჟამად თურქეთში აზერბაიჯანის საელჩო დაღუპულის ვინაობას ადგენს.