საქართველოს კოოპერატივებში 3000-ზე მეტი ქალბატონია გაწევრიანებული

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, დღეს დღეობით, საქართველოს კოოპერატივებში 3000-ზე მეტი ქალბატონია ჩართული, მათ შორის ხელმძღვანელის თანამდებობებზეც. საქართველოს რეგიონებს შორის, კოოპერატივების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და აჭარის რეგიონი მოწინავე ადგილებზეა.
„ქალთა გააქტიურება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კოოპერაციის პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე, ჩვენ 50-მდე ქალთა კოოპერატივი გვყავს. დაახლოებით 148 კოოპერატივში ხელმძღვანელად სწორედ ქალბატონები, გამგეობის თავმჯდომარეები არიან წარმოდგენილნი და ა.შ.
მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა მრავალი მიმართულებით მუშაობს. ქალბატონები ჩართულები არიან მეფუტკრეების, მევენახეების, მეხილეობის, მესაქონლეობის კოოპერატივებში. გვყავს სასათბურე მეურნეობაში მომუშავე ქალბატონებიც. ყველაზე აქტიური რეგიონი საქართველოს მასშტაბით სამცხე-ჯავახეთია. რაოდენობის თვალსაზრისით, მეორე ადგილზე ქვემო-ქართლია და შემდეგ – აჭარის რეგიონი. კოოპერაციის ფარგლებში მთელი საქართველო იქნება ჩართული“, – აღნიშნა მიშელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები