ნოდარ ხადური: მაღალი თანამდებობის პირთა შრომითი ანაზღაურება ჯამში შემცირებულია

მინისტრების, მათი მოადგილეების და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასები, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ხადურის თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული შრომითი ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროში. მინისტრი განმარტებით, შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელფასების გამო, რაზეც ფინანსთა სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა.
“ყველა ის დოკუმენტი, რომელზეც ვალდებულია ჩვენი უწყება, რომ გადაუგზავნოს როგორც აუდიტის სამსახურს, ასევე პარლამენტს, ცხადია, გადაგზავნილია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირთა შრომითი ანაზღაურება ჯამში შემცირებულია. მათ შორის, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფინანსთა სამინისტროში.
რაც შეეხება ზოგადად, ნამდვილად გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი. ეს არის შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს ხელფასების გამო და ამაზე ფინანსთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება. მათ შორის იმ პერიოდში, როცა ჩვენ ბიუჯეტი გაგვქონდა პარლამენტში, გასული წლის ბოლოს”, – განაცხადა ხადურმა.
აუდიტის დასკვნის თანახმად, თითქმის ყველა სამინისტროში, სახელფასო დანამატების ფონდი გაზრდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები