„რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა„

რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა – ამის შესახებ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ”დელტას” მიერ სიღნაღში გასროლილია 35 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, ხოლო საგარეჯოში – 15.
”გუშინ ”დელტასთან” მქონდა კომუნიკაცია, სიღნაღში გასროლილია სეტყვის საწინააღმდეგო 35 რაკეტა, სიღნაღს სერიოზული პრობლემა ჰქონდა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვა პატარა ზომის მარცვლებად აქცია, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოიწვია. დაახლოებით 100 ჰექტრამდე არის დაზიანებული. რაც შეეხება საგარეჯოს სოფლებს – წყაროსთავს, ბადიაურს და ყანდაურას, მათ მიმართულებით დაახლოებით 15 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა არის გასროლილი. ამ დროისთვის ზარალის სავარაუდო ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები