გიორგი კვირიკაშვილი ასპინძაში ვაზის ჯიშების გაშენებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასპინძაში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენებას დაესწრო.
ვაზის პირველი ნერგები განახლებულ ტერასებზე პრემიერმა „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩაყარეს.
ორგანიზატორების განცხადებით, რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს.
მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები