პრეზიდენტის ადმინისტრაცია: წარდგენილი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოს სჭირდება

„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წარდგენილი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოს სჭირდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიშველაძის თქმით, მოსამართლეების დამტკიცების პროცესის გაჭიანურება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის არ არის სასარგებლო.

„დღეს პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი მოსამართლე, რაც ამჯერადაც ვერ მოხერხდა. უკვე ოთხი თვეა მოსამართლეობის კანდიდატები წარდგენილნი არიან პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კი ვერა და ვერ მივიდა გადაწყვეტილებამდე, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის არ არის სასარგებლო.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს მოსამართლეები სჭირდება უზენაეს სასამართლოს, მის ეფექტურ საქმიანობას და სხვას არავის და არაფერს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები