მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით ხვალ აქცია გაიმართება
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით ხვალ, 15:00 საათზე აქციას გამართავს.
ორგანიზატორების ცნობით, ერთი საათის განმავლობაში თბილისში, პეკინისა და პავლოვის ქუჩების კვეთაზე მოხალისეები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ორცხობილებს წარწერებით ”გზა დაუთმე ქვეითს”, “შეანელე”, “გზა დაუთმე სასწრაფოს” და სტიკერებს დაურიგებენ.
აქცია ხორციელდება ტრასეკა II საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
ცნობისთვის, საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 20%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევებში. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. (შსს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლოდ 8045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვაა და 8536 დაშავდა, 2015 წელს კი 602 ადამიანი დაიღუპა და 9187 დაშავდა).