საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდება

8 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათისთვის არის ჩანიშნული.
6 ივნისს, სტრასბურგში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს. კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები