მეცნიერები – ტუტანხამონის ხანჯალი მეტეორიტისგან არის დამზადებული
ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილი ხანჯალი მეტეორიტისგან არის დამზადებული. ეს დასკვნა მეცნიერებმა გამოიტანეს, რომლებმაც აკლდამა შეისწავლეს.
ეს ნივთი ბრიტანელმა მეცნიერებმა 1992 წელს ტუტანხამონის აკლდამის გათხრების დროს აღმოაჩინეს, რომელიც 3,3 ათასი წლის წინ იყო დასაფლავებული. მეცნიერებმა 2 ათასი კილომეტრის რადიუსში ჩამოვარდნილი მეტეორიტების ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ალექსანდრიის სიახლოვეს დაცემულ მეტეორიტში ნიკელის და კობალტის შემცველობა ტუტანხამონის ხანჯლის მსგავსია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეტეორიტული წარმოშობის რკინას და მისგან სხვადასხვა სამკაულს, ასევე დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ.