ბიოლოგები სიმსივნის წინააღმდეგ უნივერსალური წამლის შექმნასთან ძალზე ახლოს არიან

ბიოლოგები სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ უფრო დიდ იმედს ამყარებენ ე.წ. იმუნოთერაპიაზე. ის, მეცნიერების აზრით, ექიმებს საშუალებას მისცემს, ეფექტურად ებრძოლონ სიმსივნეს, ალერგიას, დიაბეტს და სხვა, დღეისთვის განუკურნებელ დაავადებებს.
ამ მეთოდის პრინციპი ძალზე მარტივია – მეცნიერები ცდილობენ, ადამიანის იმუნიტეტი კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოიყენონ და ამისთვის სხვადასხვა ანტისხეული ან ცოცხალი მიკრობი გამოიყენონ.
აქამდე იმუნოთერაპიის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იმუნიტეტის „გაწვრთნა“ მხოლოდ ადამიანის ორგანიზმის გარეთ, სპეციალურად გამოყვანილ უჯრედებში იყო შესაძლებელი.
ამ ტიპის თერაპია პაციენტის ორგანიზმს დამატებით საფრთხეს უქმნიდა, ვინაიდან ჯანმრთელ ქსოვილებზე მისი ზემოქმედების წინასწარ გათვლა შეუძლებელი იყო. ახლა კი მეცნიერებმა ამ ტიპის იმუნიზაციის ჩატარება პირდაპირ ადამიანის ორგანიზმში ისწავლეს. ამასთანავე, არ ხდება ორგანიზმიდან მიკროფაგების, დენდრიტული ქსოვილების და იმუნური სისტემის სხვა კომპონენტების ამოღება, რომლებიც ვირუსების და მიკრობების იდენტიფიკაციით და განადგურებით არის დაკავებული. მეცნიერებმა ეს მეთოდი კანის კიბოთი დაავადებულ ადამიანებზე გამოსცადეს და კარგი შედეგი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები