გიორგი მღებრიშვილი: საქართველოს შს სამინისტროს მიღწევები საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამაც, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებაზე ისაუბრა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამაც. 2015 წელს ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც პოზიტიურად აისახა ევროკომისიის ანგარიშში. სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქმედოო გეგმის სამიზნეების 60%-ზე მეტის იმპლემენტაციის პროცესში იყო წამყვანი უწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა შემდეგი მიმართულებები: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულთან და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, დიახ, ჩვენ წარმატებით ვიბრძვით დანაშაულის წინააღმდეგ, თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული, 2012 წლის შემდეგ პოლიცია გახდა სრულად აპოლიტიკური“,- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები