პრემიერი: ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია

დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირდეს დანაშაული.
„მეგობრებო, დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას. ამ მხრივ, მოწინავე პოზიციებზე ვართ რეგიონში და არა მხოლოდ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, სამინისტრო, ჩვენი პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული. ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს და ვახორციელებთ ღონისძიებებს დანაშაულის პრევენციისათვის. ვისურვებ, რომ ჩვენი ყოველი დღე კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იყოს, რომ მივუახლოვდეთ პოლიციის იმ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პოლიციის პროფესიონალიზმს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა, მაქსიმალური დაცულობის შეგრძნების გაჩენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები