შს მინისტრი: ჩემთვის მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული

„ჩემთვის მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული“,-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პოლიცია სრულიად აპოლიტიკური გახდა, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა.
„მე და თქვენ, ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელი. მიუხედავად რასისა, სქესისა, ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. მსურს, რომ ეს გახსოვდეს ყველას, ყოველთვის და ამაყობდეთ ამით.
„ჩემთვის მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტირებული.
2012 წლის შემნდეგ პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები