10 მიზეზი, რის გამოც ქალები უნდა გვიყვარდეს

ეს ათი მიზეზი მამაკაცებისგან გამომდინარეა, თუმცა, შესაძლოა, მას ბევრი არც დაეთანხმოს…

1. ყველა ნორმალური მამაკაცისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს უცხო ცივილიზაცია და უცხო პლანეტელები და, კაცების აზრით, ქალები სწორედ უცხო ცივილიზაციის არსებები არიან.

2. ისინი რბილები და ფაფუკები არიან და კაცების აზრით: მათ სიამოვნებით შეიძლება, რომ შეეხონ, უკბინონ, ეამბორონ…

3. მამაკაცებისგან განსხვავებით, ისინი სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ.

4. მათ შეუძლიათ საჭმლის მომზადება, სადაც ქალია, იქ სამზარეულოში ყოველთვის დგას მომზადებული სადილი გაზქურაზე.

5. ისინი საათობით საუბრობენ ტელეფონზე,- ეს კი მამაკაცებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ამ გამოთავისუფლებულ დროში, რაც სურთ, ის აკეთონ!

6. მათ ჩანთაში სრულიად შესაძლებელია, რომ ხორცსაკეპი მანქანაც კი აღმოაჩნდეთ, რომელიც მოულოდნელად შესაძლებელია, მამაკაცს დასჭირდეს!

7 . თუკი ქალი მწეველია, მაშინ მამაკაცის სიგარეტზე პრეტენზიას ნაკლებად გამოაცხადებს.

8. ქალებს ჭექა-ქუხილის ეშინიათ და ამის გამო მამაკაცებს ისინი უფრო მეტად უყვართ!

9. დროდადრო ქალები თავს იკატუნებენ, რომ მამაკაცები საერთოდაც არ სჭირდებათ, ასეთი თამაში კი ართობს კაცებს…

10. და კიდევ: ქალებს თუ უყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში უყვართ და ამგვარი გულახდილი პირდაპირობა მამაკაცისთვის მომხიბვლელია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები