პარლამენტში უმრავლესობა და ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდნენ რომ სასამართლოს მოსამართლეები დაახმარონ

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები და პარლამენტი დააფიქსირებს თავის პოზიციას.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ოთხი თვის წინ კანდიდატად დასახელდა ანა დოლიძე, რომელიც ნადვილად უმნიშვნელოვანესი და პრინციპული მოსამართლეა და რომელიც შეცვლიდა იმ პრაქტიკებს, რომელიც იყო სასამართლოში. „ოთხი თვე გადის და ვერ ჩამოყალიბდა არც უმრვალესობა პარლამენტში და არც ოპოზიცია. ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, რადგან „თავისუფალ დემოკრატებთან“ კარგი თანამშრომლობა მიმდინარეობს. ვერ ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ სასამრთლოს დაახმარონ და მისცენ მოსამართლეები. კრიტიკა სასამართლოზე ძალიან ხშირად გვესმის, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც პოლიტიკოსი, პირველ რიგში, პარლამენტარი ვალდებული ხარ, დაეხმარო სასამართლოს, დანიშნო მოსამართლეები, უცნაური სიჩუმეა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აგებული სასამართლოს სისტემის შეცვლაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირედ ვერ ხედავს.
„არც ერთი არ გახდა მოკავშირე იმაში, რომ რელაურად შეიცვალოს და უკეთესი გახდეს სასამართლო. სამწუხარდ ვხედავ, რომ ეს სისტემა ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამ სისტემას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“. მათ არ აქვთ ის განცდა, რომ დროზე არის რაღაც შესაცვლელი. ჯერჯერობით იმ სამ მოსამართლეზე, რომელიც უკვე პარლამენტში განხილულია, ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავთ. ეს გადაწყვეტილება მე კი არ მჭირდება, ეს ჭირდება ქართულ სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს, სადაც სისხლის სამართლის კოლეგია ფაქტობირვად მოსამართლის გარეშეა დარჩენილი. ამ მიმართულებით უცნაური სიჩუმე ჩემთვის მიუღებელი და უსიამოვნოა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები