მეცნიერებმა „ირმის ნახტომის“ მასა გაზომეს
კანადელმა მეცნიერებმა „ირმის ნახტომის“, ანუ იმ გალაქტიკის მასა გაზომეს, რომელშიც მზის სისტემა მდებარეობს. სპეციალისტების გაანგარიშებით, ჩვენი გალაქტიკა მზეზე 700 მილიარდჯერ მეტს იწონის. „ირმის ნახტომის“ მასის 88 პროცენტს შეუსწავლელი შავი მატერია შეადგენს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ „ირმის ნახტომის“ მასის გაზომვა იმაზე რთულია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ზუსტი შეფასებისთვის აუცილებელია ყველა ობიექტის სიჩქარის დადგენა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დედდამიწაც გალაქტიკაში ძალზე რთული ტრაექტორიით გადაადგილდება. გარდა ამისა, მზის სისტემაში დედამიწის მდებარეობის გამო ტელესკოპში გალაქტიკის მხოლოდ ნაწილის დანახვაა შესაძლებელი. აქამდე ითვლებოდა, რომ „ირმის ნახტომის“ წონა მზეზე ერთ ტრილიონჯერ მეტია.