ამ დროისათვის თბილისისა და ბათუმის “რედისონში” ოთახების 90% დაჯავშნილია

თბილისისა და ბათუმის “რედისონმა” ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად დაიწყო. სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი სალომე წოწორია იმედოვნებს, რომ სეზონი, ასევე წარმატებულად გაგრძელდება.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისშიც და ბათუმშიც სასტუმრო თითქმის სავსეა, ბათუმი – განსაკუთრებით. თბილისში ოთახების 90% დაჯავშნილია, ხვალიდან კი 100%  დაიჯავშნება.
“მოლოდინიც დიდია, რადგან არის ძალიან აქტიური სეზონი. ვიმედოვნებთ, ზაფხულის სეზონი გაგრძელდება წარმატებულად”,- განაცხადა წოწორიამ.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროში ამ დროისათვის ბევრი რუსი და არა მარტო რუსი ტურისტია. ბათუმის “რედისონში” ქართველი ტურისტებიც ისვენებენ.
“ბათუმში, გამომდინარე საკონცერტო სეზონიდან, საქართველოდანაც არის ჯავშნები. მაისის თვიდან ბათუმში ბევრი რუსი ტურისტი შეინიშნებოდა. ჩვენთვის ზაფხული ბათუმის კუთხით ყოველთვის დატვირთულია და ბევრი ტურისტი გვყავს. ჩვენი სასტუმრო ზაფხულობით, განსაკუთრებით ბათუმი”, – განაცხადა სალომე წოწორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები