დავა საქართველოს რკინიგზასთან გრძელდება – თითო მოსახლეს 1 კვ.მეტრში მხოლოდ 6-10 ლარს სთავაზობდნენ

საქართველოს რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტთან დაკავშირებული დავა ისევ გრძელდება. იურისტ ირაკლი ყანდიაშვილის განცხადებით, პროექტის გამო 80-მდე ოჯახი დაზარალდა. მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს 1 კვ. მეტრში საქართველოს რკინიგზა მიზერულ თანხას, სულ რაღაც 6-10 ლარამდე სთავაზობდა. ყანდაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მომდევნო სხდომა 14 ივნისს ჩაინიშნა.
“2010 წელს, როდესაც დაიწყო თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, განხორციელდა 80-მდე ოჯახის უძრავი ქონების საკუთრების ექსპორტაცია. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოების საჭიროების მიზნებიდან გამომდინარე ხორციელდება.
კანონმდებლობა ცალსახად ადგენს, რომ ეს პროცესი განხორციელდეს სამართლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ, თუმცა სწორედ ამ ნაწილში 80-მდე ოჯახს გადაუწყვეტელი პრობლემა აქვს. ერთი შეხედვით, ეს არ არის გადაუწყვეტელი, თუმცა საქართველოს რკინიგზის, როგორც მხარის, ჩართულობის საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია. ეს თანხა შეუთანხმებელი იქნა მხარეებს შორის. დაზარალებულმა მხარეებმა ეს საქმე წაიღეს სასამართლოში და სასამართლოს ძალით ახლაც ვცდილობთ, მივიღოთ ის სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა, რაც ოჯახებს ეკუთვნით.
კანონმდებლობით, თუ მოსახლეს არ სთავაზობენ სამართლიან თანხას, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რაც გააკეთეს კიდეც ოჯახებმა. საქალაქო სასამართლო ამ დავას 6 წელია იხილავს. თანხა, რაც ოჯახებს შესთავაზეს: 1. კვ. მეტრზე იყო მიზერი, სასაცილოც კი არის ამ თანხების გაჟღერება და ეს 6-10 ლარამდეა“,- განაცხადა იურისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები